LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მოსის ქალიშვილი დედის კვალს გაჰყვა

328

სუპერმოდელ ქეით მოსის 14 წლის ქალიშვილი, ლილა გრეის ჰაკი დედის კვალს გაჰყვა და ცოტა ხნის წინ ბრიტანული ბრენდის, The Braid Bar-ის სახე გახდა. გოგონამ ახალ კამპანიაში მუსიკოს მიკ ჯონსის ქალიშვილთან, სტელასთან ერთად იპოზიორა. ფოტოსესია საკმაოდ მკვეთრი და ფერადი გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ მისი ცნობილი დედის კარიერაც ასევე 14 წლის ასაკში დაიწყო. მოდელი ცდილობდა, ქალიშვილი ცნობისმოყვარე ადამიანებისგან დაეცვა, თუმცა ლილამ თავად გამოთქვა მოდელობის სურვილი.

გასული წლის ზაფხულში ქეითი და ლილა Vogue-ის გარეკანისთვის გადაიღეს. მაშინ სუპერმოდელმა განაცხადა, რომ შვილს მკაცრად ზრდის, თუმცა მას 100 პროცენტით ენდობა და ხშირად რჩევებსაც ეკითხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები