LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტის ორსულობის შესახებ ოსკარებიდან გახდა ცნობილი

110

ოსკარების ცერემონიიდან ვარსკვლავების პირად ცხოვრებაზე საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი. მაგალითად ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ქეით უინსლეტის, ქეით ბლანშეტისა და ბრი ლარსონის ერთობლივ ფოტოს. სურათი ოსკარების სარეკლამო ჭრის დროსაა გადაღებული და ფოტოზე ჩანს, როგორი გაოცებით უყურებს  ბლანშეტი ქეით უინსლეტს. მას ხელი მუცლისკენ მიაქვს, რაც ეჭვებს აჩენს უინსლეტის ორსულობაზე. 40 წლის უინსლეტს გაოცებული შეჰყურებს წლევანდელი ოსკაროსანი, ბრი ლარსონიც და ჩანს, რომ ქალბატონები საინტერესო ახალ ამბავს განიხილავენ. ეს ის განსაკუთრებული ფოტოა, რომელიც ოსკარის კულისებიდან ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს და რომელიც უკვე ყველა წამყვანი გამოცემის ფურცლებს ამშვენებს. შეგახსენებთ, რომ ქეით უინსლეტი სამი შვილის დედაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები