LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით უინსლეტმა ფილმის გადაღებებზე სამსახიობი მასტერკლასი აჩვენმა (ფოტო)

176

ქეით უინსლეტი კვლავ გამოჩნდა ნიუ-ორკში, ფილმ Collateral Beauty-ის გადასაღებ მოედანზე. 40 წლის მსახიობი კლასიკურ შავ პალტოსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იყო წარმოდგენილი. უინსლეტმა მსახიობ ჯეიკობ ლათიმორთან ქუჩის სცენის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა და სამსახიობო ოსტატობის ნამდვილი მაგალითი აჩვენა. ფოტოებზე ჩანს, როგორი ემოციით ასრულებს ყველა მოძრაობასა თუ მიმიკას ოსკარის მფლობელი მსახიობი. სავარაუდოდ, ამ ვარსკვლავურ ფილმში უინსლეტის როლი ყველაზე გამორჩეული იქნება.

ფილმში, რომლის რეჟისორიცაა დევიდ ფრანკელი, უინსლეტის გარდა მთავარ როლებს კირა ნაითლი, ჰელენ მირენი, უილ სმიტი და ედვარდ ნორტონი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები