LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითი და უილიამი შობას სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად არ გაატარებენ

60

შობის დღესასწაული ახლოვდება, ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამს უკვე დაგეგმილი აქვთ, სად გაატარებენ დღესასწაულს. სამეფო ოჯახის წევრები შობას ქეითის მშობლებთან შეხვდებიან.

პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტას კეროლ და მაიკლ მიდლტონების სახლში, სოფელ ბაკლბერიში უამრავი სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობები ელით. სწორედ ამ სახლში გაატარა ბავშვობა ქეითმა.

ცოლ-ქმარმა შობა ბაკლბერიში ერთად მხოლოდ 2012 წელს გაატარეს, როდესაც ქეითი ჯორჯზე იყო ორსულად. სხვა დროს კი დღესასწაულს სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სანდრინგემის სასახლეში ხვდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები