LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითი “ოსკარზე” ლეოს გვერდით იქნება : “ის ჩემი უახლოესი მეგობარია”

66

მართალია, ქეით უინსლეტი წელს ოსკარზე არის ნომინირებული და ცერემონიაზეც აუცილებლად ვიხილავთ, თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ ასეც რომ არ ყოფილიყო, დაჯილდოებას მაინც დაესწრებოდა.

„მჯერა, რომ ეს ლეოს წელი იქნება,“ – ამბობს უინსლეტი დიკაპრიოზე, – „ის ჩემი უახლოესი მეგობარია და ვერ წარმომიდგენია, არ ვიყო მასთან ერთად „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე და მხარი არ დავუჭირო“.

კინომცოდნეების ნაწილი ვარაუდობს, რომ წელს დიკაპრიო ფილმისთვის The Revenant “ოსკარს“ აიღებს.

უინსლეტი და დიკაპრიო „ტიტანიკის“ გადაღების შემდეგ, 1997 წლიდან მეგობრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები