LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითი პერი იტალიაში უცნობ მამაკაცთან ერთად შენიშნეს

71

ქეითი პერისა და ორლანდო ბლუმის რომანი რამდენიმე თვის წინ დასრულდა. მას შემდეგ ორივე მათგანი საკუთარი ცხოვრების მოწყობით არის დაკავებული. ამ დრომდე ორლანდოს პირადი ცხოვრების შესახებ სიახლეები არ გაჟღერებულა, ქეითი კი,  რამდენიმე დღის წინ უცნობი მამაკაცთან ერთად შენიშნეს.

პაპარაცებმა 32 წლის პერი და სიმპათიური შავგვრემანი მამაკაცი იტალიაში, ერთ-ერთ  ღამის კლუბში გადაიღეს. ისინი მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთს არ მოსცილებიან, ბევრს ცეკვავდნენ და იცინოდნენ.

ბუნებრივია, არც ერთი მხარისგან ამ დროისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები