LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქერა მომღიმარი პრინცი – ჯორჯი 5 წლის გახდა (ფოტო)

249

კენსინგტონის სასახლე ტახტის მემკვიდრის, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის უფროსი ვაჟი, პრინცი ჯორჯი 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე პრინცი ჯორჯის ახალი ოფიციალური ფოტო გამოჩნდა, რომელიც პრინცი ლუის ნათლობის დღესაა გადაღებული. ფოტოს ავტორი მეთ პორტეუსია, რომელსაც პატარა პრინცის რამდენიმე ოფიციალური ფოტო აქვს გადაღებული.

5 წლის ჯორჯი, რომელიც ფოტოგრაფებთან ყოველთვის თავშეკავებული ჩანს, ახალ ფოტოზე საკმაოდ ბედნიერია. ამავე დროს ინტერნეტში ვრცელდება პრინცი ჯორჯის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე საკმაოდ აქტიური და კომუნიკაბელური ბავშვია.

სპეციალურად ამ დღისთვის სამეფო ოჯახმა 5 ფუნტიანი მონეტა გამოუშვა, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები