LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქერათმიანი მარიონ კოტიარი, სექსუალური დაიან კრუგერი და ელეგანტური მონიკა ბელუჩი ფრანგულ წვეულებაზე (ფოტო)

197

პარიზში Cesar – Revelations-ის წვეულება გაიმართა, სადაც საპატიო სტუმრებს შორის ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარი, გერმანელი დაიან კრუგერი და იტალიელი ლამაზმანი მონიკა ბელუჩი გამოჩნდნენ. მარიონ კოტიარი საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა. ოსკაროსანმა ვარსკვლავმა თმა ისევ ქერად შეიღება და ვერცხლისფერ შარვალსა და შავ ზედაში გამოწყობილი გამოჩნდა. მას გვერდს გერმანელი მსახიობი დაიან კრუიგერი უმშვენებდა, რომელიც წვეულებას თეთრი ფერი კოქტეილის კაბაში ესტუმრა და ასევე, უბერებელი მონიკა ბელუჩი, რომელიც კლასიკურ, შავი ფერის პიჯაკში იყო გამოწყობილი.

42 წლის კოტიარი, 41 წლის კრუგერი და 53 წლის ბელუჩი წვეულების ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ. ქალბატონებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ ასაკი დაბრკოლება არაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები