LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეშალოში ახალგაზრდა კაცი თანასოფლელმა დანით მოკლა

41

საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 30 წლის მაჯით მამედოვს თანასოფლელმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება, რომლის დაბრუნებასაც მამედოვი მოვალისგან ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი მათ შორის უთანხმოება მოხდა.

მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტრდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები