LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია რუს წამყვანს – „იცოდით, რომ სოჭი ადრე საქართველოსი იყო?“

462

ქეთა თოფურიას საქართველოში არაერთხელ შეხვდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში მღერის და მათ შორის, სახელმწიფო ღონისძიებებზე კრემლში. ამის გამო მომღერალს ქართული მედიაც ხშირად ხვევდა კრიტიკის ქარცეცხლში. მისმა გამოსვლამ 9 მაისთან დაკავშირებულ კონცერტზე, სადაც რუსულ ჯარს უმღერა, საქართველოში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია.

ახლახან კი გავრცელდა ვიდეო, რომელსაც ქართულ სოცქსელში დადებითი რეზონანსი მოჰყვა – ინტერვიუ, რომელიც „ა-სტუდიომ“ ყუბანის ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა. ქეთა თოფურია საუბრობს იმის შესახებ, როგორ უყვართ მასა და ჯგუფის წევრებს სოჭში ჩასვლა და აქვე დასძენს:

„ძალიან გვიყვარს აქ ჩამოსვლა. როცა აქ ჩამოვდივარ, ხშირად ვკითხულობ, იცოდით, რომ ადრე სოჭი საქართველოსი იყო? და თქვენ იცოდით?“ – ჰკითხა ჟურნალისტს, რომელმაც გაოცებული სახე მიიღო და უპასუხა, რომ არ იცოდა, რომ სოჭი საქართველოს შემადგენლობაში იყო…

ეს ვიდეო სოცქსელში ბევრმა ადამიანმა გააზიარა, მათ შორისაა ქეთას დიდი ხნის მეგობარი, რომელმაც ვიდეოს ასეთი მინაწერი გაუკეთა – „ყოჩაღ, ქეთო!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები