LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია სპორტულ სამოსში ალექსანდრე არუთინოვის კოლექციის ჩვენებაზე (ფოტო)

327

ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, მოსკოვში ასევე ქართველი დიზაინერის, ალექსანდე არუთინოვის ახალი კოლექციის ჩვენებაზე იმყოფებოდა. შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია დიზაინერმა პუშკინის სახელობის ბიბლიოთეკაში წარადგინა, სადაც წვმიანი ამინდის მიუხედავად უამრავმა სტუმარმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო A-Studio-ს ვოკალისტიც, რომელიც ჩვენებაზე სპორტული სტილის სამოსით გამოჩნდა. ქეთა თეთრი ფერის მაისურში, ბოტასებსა და მწვანე ქურთუკში პოზირებდა ფოტოგრაფებთან და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეუდარებელ ფორმაში იყო.

ალექსანდრე არუთინოვმა ჩვენებაზე ზამთრის აქსესუარებს დიდი ადგილი დაუთმო. მათ შორის იყო ნაქსოვი ქუდები, სხვადასხვა ფერის ბოთფორტები, კოსმონავტის ქუდები და სხვა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ არუთინოვმა საკუთარი ბრენდი 2011 წელს შექმნა. დიზაინერი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები