LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიას ბრენდის პრეზენტაცია “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულზე

139

ქეთა თოფურია პოპულარობის ზენიტშია. ქათული წარმოშობის მომღერალი, რომელიც უკვე წლებია მოსკოვში ჯგუფ А’Студио-სთან ერთად მღერის, ამჯერად მოდის ბიზნესში ინაცვლებს, უკვე რამდენიმე თვეა 29 წლის ლამაზმანს საკუთარი ბრენდ მაღაზია აქვს, თუმცა საზოგადოებას საკუთარი სადებიუტო კოლექცია მოსკოვში, – “მანეჟში” გამართულ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარუდგინა.

ახალბედა დიზაინერის ჩვენებას დაესწრო ლევ გეიხმანი. მასთან ერთად მეგობრის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ შემსრულებლის კოლეგები და მეგობრები. ჩვენებას დაესწრო თოფურიას ახლო მეგობარი – ასევე მომღერალი ტიმატიც. 

შეგახსენებთ, რომ ქეთამ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოსკოვში საკუთარი ბრენდის მაღაზია  გახსნა, თუმცა მუსიკასთან ერთად ცოტა ხნით პაუზის აღება მოდური სფეროდანაც მოუწია. ორსულობის პერიოდში მომღერალი ქმართან ერთან საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ბრენდი – “KETIone” საზოგადოებისთვის არ წარუდგენია, მისი მომხმარებელი მოსკოვში უკვე მრავლადაა. განსაკუთრებით რუსეთის ელიტარულ საზოგადოებაში.

ამჯერად ახალგაზრდა მომღერალმა შემდეგი ნაბიჯი გადადგა და კოლექცია მოსკოვში გამართულ “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულზე წარადგინა. დამწყები დიზაინერისთვის ჩვეული ჭრილებით, კლასიკური ფორმებით და ტენდენციური სილუეტებით, ქეთას სამოსი დიდ მოწონებას იმსახურებს. განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ რუსულ შოუბიზში ქეთა ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მუსიკოსად ითვლება.

გუგა ლეჟავა

ketione-1

ketione-2

ketione-3

ketione-4

ketione-5

ketione-6

ketione-7

ketione-8

ketione-9

ketione-10

ketione-11

ketione-12

ketione-13

KETIone-mine

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები