დღეს პროდიუსერ ნატო დუმბაძის დაბადების დღეა. მას შოუბიზნესის თითქმის ყველა წევრმა მიულოცა დღევანდელი დღე, თუმცა ქეთა თოფურიამ განსაკუთრებული მილოცვის ჩაწერა არ დაიზარა და ვიდეოში, რომელიც ნატოს გამოუგზავნა, „ა-სტუდიოს“ წევრებთან ერთად უმღერა Happy Birthday რუსულად.
ქეთა ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისი რუსეთში გამგზავრება და „ა-სტუდიოში“ მოხვედრა ნატო დუმბაძის დამსახურებაა. მართლაც, წლების წინ სწორედ ქართველმა პროდიუსერმა გააცნო ქეთა ჯგუფის წევრებს, რომლებიც ახალ სოლისტს ეძებდნენ. მას შემდეგ ქეთამ უდიდეს წარმატებას მიაღწია.