LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიას პირველი კომენტარი გუფისთან რომანის შესახებ

138

A’STUDIO-ს სოლისტი ქეთა თოფურიას და რეპერი გუფის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ უკვე დიდიხანია საუბრობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათ შორის გრძნობები საერთო კლიპის გადაღების შემდეგ გაჩნდა.

წყვილმა ზამთრის შვებულება ტაილანდში გაატარა და სიყვარულის დღესაც ერთად შენიშნეს. ამის შესახებ ინტერნეტ მომხმარებლებმა ქეთას ინსტაგრამიდან შეიტყვეს.

ქეთა თოფურია ჟურნალ OK!-ისთან ინტერვიუში პასუხობს კითხვაზე თუ რა აკავშირებს რეპერთან – მეგობრობა თუ სიყვარული.

“რა თქმა უნდა, როცა ინტერნეტში რაიმეს ვანთავსებთ, გვესმის, რომ ამას რეზონანსი მოყვება. ჩვენ ვთამაშობთ. ჩვენ პროვოკაციას ვეწევით. ზოგადად, იქამდე, სანამ გავთხოვდებოდი, პირადი ცხოვრების შესახებ არაფერს ვყვებოდი. მაშინ უამრავ რომანს მაწერდნენ – მეგობრებთან, მამაკაცებთან, რომლებსაც ქალები საერთოდ არ აინტერესებთ და აშ. ახლა ქმარს დავშორდი და პირად ცხოვრებაზე კვლავ არაფერს ვსაუბრობ. ყველა ხედავს იმას, რისი დანახვაც სურს.”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები