LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიასა და „მგზავრების“ რუსულ-ქართული დუეტი (ვიდეო)

101

ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-სა და საკონცერტო სივრცის „ვეგას სიტი ჰოლის“ ერთობლივმა პროექტმა სტარტი ამა წლის 1-ელ ივნისს აიღო. ეს არის ახალი ტელეშოუ, რომელსაც რუსეთში ანალოგი არ აქვს და მუსიკალურ-იუმორისტული ფორმატისაა. პროექტის სახელწოდებაა „ერთხელ ვეგასში“ და ის არის ერთდროულად შემოქმედებითი საღამოცაა, შოუც, ბენეფისიც და მიძღვნაც, სადაც სხვადასხვა შემსრულებლები და ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის პირველი სტუმარი გახლდათ ჯგუფი „ა-სტუდიო“, რომელსაც სცენაზე მოღვაწეობის 30 წელი შეუსრულდა. ცნობილი კოლექტივის თხოვნით, ტელეგადაცემაში მათთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა „მგზავრები“. მათ ერთობლივად შეასრულეს „ა სტუდიოს“ სიმღერა „Душа“, რომელსაც გიგი დედალამაზიშვილმა ქართული ტექსტი მოარგო, ქეთამ კი რუსულად შეასრულა.

მათ დუეტს დარბაზში დიდი აღფრთოვანება მოჰყვა. მოგვიანებით, ჯგუფის პროდიუსერმა, ოთო ედიშერაშვილმა შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები