LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო: „იქნებ, ოდესმე ვინმემ იზრუნოს, რომ გარეთ გასვლისას პირბადეს საჭიროება აღარ იყოს?!“

84

ქეთათო სოციალურ ქელში ბოლო დღეების განხილვის თემასთან, სიგარეტის საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით საკუთარ აზრს აფიქსირებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ახარებს, თუმცა იმედოვნებს, რომ რომელიმე მთავრობა გადადგამს არაპოპულარულ ნაბიჯს და ამდენ „ხარახურას“, რაც ქუჩაში მოძრაობს და ჰაერს აბინძურებს, აკრძალავს.

გთავაზობთ მის პოსტს:

„მესმის,რომ საკმაოდ არაპოპულარულ აზრს ვაფიქსირებ, მაგრმ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ სხვის მიერ დარტყმული ნაფაზებისგან აღარ ავყროლდებით. იმისდამიუხედავად, რომ მეც წლების განმავლობაში ვიყავი მწეველი, სხვისი გამონაბოლქვით გაფუჭებული ჰაერი, ყოველთვის მმართებდა დისკომფორტს, მიმძაფრებდა თვალებიდან ცრემლდენას და ამიტომ ღერს ღერზე ვუკიდებდი, რათა ჩემი წვლილი შემეტანა, სხვისი კვამლის „გაკეთილშობილებაში“. იქნებ, ოდესმე ვინმემ იმაზეც იზრუნოს, რომ სახლიდან გარეთ გასვლისას პირბადეს საჭიროება აღარ იყოს?! ნეტავ, რომელი მთავრობა შესძლებს და გადადგამს ამ, ერთი მხრივ, არაპოპულარულ ნაბიჯს და ამოიღებს ხმარებიდან ამდენ ვადაგასულ ჯართს?! ჯართზე გამახსენდა, რომ დილაობით, ყველასათვის კარგად ნაცნობ ჩამონათვალს, როგორიც არის ვიბარებ სარეცხ მანქანებს, აკუმულატორებს, ძველ მაცივრებს და ა.შ. დაემატა სიტყვა ხარახურა)))) ჰოდა, იქნებ, ვინმემ მოუხმოს კეთილგონიერებას და ჩაიბაროს ამდენი, როგორც თურქები იტყვიან – ხარახურა! ქუჩაში გასვლა კი აღარ იქნება კამიკაძეობის ტოლფასი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები