LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო: „პოლიციის რეფორმა სასწრაფოდ არის გასატარებელი!“

101

ქეთათო ჩარკვიანი ბახალას საქმის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მუსიკოსი აღნიშნავს, რომ უკვირს, რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით:

„მეგობრებო, ძალიან მიკვირს,რატომ უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის ბახალას საქმე. გასაგებია, რომ მისი ახლობლებისთვის და მეგობრებისთვის ასმაგად მტკივნეულია ეს ყოველივე და შესაძლოა, ზოგისთვის მიკერძოებულები ჩანდნენ ადამიანები, რომლებიც გუშინ, იმ ცივ და სუსხიან ამინდში შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან. ზოგის უკმაყოფილება განაპირობა, როგორც ნიუსფიდიდან ჩანს, ტრიბუნაზე გამოუსვლელობამ, ზოგს მუსიკა არ მოეწონა, მოკლედ, ყველას ვერ ასიამოვნებ! მაგრამ ნუ ვიქნებით ამდენად დაწვრილმანებულნი და ფოკუსირებულნი უარყოფითზე, პრობლემას თვალებში ჩავხედოთ და მოვუხმოთ ადეკვატურობას. ეს საქმე უნდა იყოს პრეცედენტული და ამ ქვეყანამ – მისმა მაცხოვრებლებმა „ჩადების“ მანკიერი პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ! ასე ადვილი რომ იყოს ადამიანების დაჭერა , ხომ გადაივსებოდა მსოფლიო მაშტაბით ციხეები?! ფილმებში მაინც არ გინახავთ, რომ კრიმინალური ბანდების მეთაურებს, ნარკოდილერებს სანამ კონკრეტულ ფაქტზე არ წაასწრებენ, ვერ იჭერენ და ჩხრეკის ორდერის გაცემასაც უამრავი პროცედურა ახლავს თან. აქ კი, ვიღაცას რაღაცას ათქმევინებენ და მერე, ეს ნაბოდიალები თუ არ გამართლდა, არა უშავს, ჩაუდებ და მიარჭობ  „სროკს“, როგორც მკვლელს ან მოძალადეს!

პოლიციის რეფორმა სასწრაფოდ არის გასატარებელი!

ნარკოპოლიტიკა ნარკომომხმარებლის მიმართ ლოიალური უნდა გახდეს!

ბახალა ციხიდან სასწრაფოდ არის გამოსაშვები! (მე მაინც მინდა დავიჯერო, რომ შემდგომ ისტანციაში ბახალას გაამართლებენ.)

ყველაფერი ჩვენს ხელშია!

დიახ, დღეს იქმნება ისატორია და ამ ისტორიას ვქმნით ჩვენ! <3 #არაჩადებას #ძირსპოლიციურიძალადობა #თავისუფლებაბახალას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები