LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი აპარატის ავტომობილი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა

62

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ინგოროყვას კლინიკაში წყნეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი მოინახულა, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა.

მინისტრის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას რამე სერიოზული დაზიანება არ აქვს. სახელმწიფო მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, თუმცა არ აკონკრეტებს, იმყოფებოდა თუ არა თავად შემთხვევის დროს ავტომობილში.

„საბედნიეროდ, ბავშვი ნორმალურადაა. ვესაუბრე მკურნალ ექიმს, მშობლებს და თავად ბავშვს. ის გადაადგილდება თავისუფლად, ახლა ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რამე სერიოზული დაზიანება. არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ინციდენტს რაც შეეხება, არის გამოძიება და ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს გეტყვით“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

წყნეთში მოზარდს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

პოპულალურები