LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამებაშია – როდემდე შეეძლება მრევლს მისი მოლოცვა

176

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ამასთან დაკავშირებით, სამებაში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

მორწმუნეებს, წმინდა ნაწილების მოლოცვა სამებაში, მხოლოდ დღეს შეეძლებათ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს, ხვალ, კახეთში გადაასვენებენ. მსურველებს მისი ნახვა ალავერდის საკათედრო ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს ყველა ეპარქიას მოივლის. ოთხი საუკუნის შემდეგ, წმინდა ნაწილები საქართველოში პირველადაა და ის ექვსი თვის განმავლობაში დარჩება. ინდოეთიდან საქართველოში ჩამოსვენება და ყველა ეპარქიაში ნეშტის წაბრძანება სახელმწიფოს300 ათას ლარზე მეტი უჯდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები