LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში 6 თვით ჩამოაბრძანებენ

177

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში 6 თვით ჩამოაბრძანებენ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება საქართველოსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.

მოლაპარაკებებში საქართველოს საპატრიარქო, კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები იყვნენ ჩართული.

კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარშიც იქნება დასვენებული.

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი 1613 წელს, შაჰ – აბასის ლაშქრობის დროს დაატყვევეს. დედოფალმა სარწმუნოების შეცვლაზე უარი თქვა და 1624 წელს მირზაში წამებით აღესრულა.

წმინდა ნაწილებს ინდოეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ექსპედიციების დროს წლების განმავლობაში ეძებდნენ. არქეოლოგებმა ინდოეთში, გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილს მიაგნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემა Archaeology Magazine ავრცელებდა.გამოცემის ცნობით, არქეოლოგებმა ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქვის სარკოფაგი გახსნეს, სადაც აღმოჩენილ ხელის ძვალს ექპსერტიზა ცაუტარდა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელის ძვალი არის ქართული წარმოშობის და დიდი ალბათობით სწორედ წამებით მოკლულ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.

არქეოლოგიური გათხრები ინდოეთის ქალაქ გოაში 2000 წელს დაიწყო. 2006 წელს, გაწმენდითი სამუშაოების დროს კი, დაგრასას მონასტრის მოციქულთა მხარეს ე. წ . პატარა ტაძრის ნანგრევებში ქეთევნ დედოფლის მარჯვენა ხელის ძვლის ფრაგმენტი ქვის სარკოფაგში პირველდ გამოჩნდა. როგორც ჩანს, აქ ბერები იკრიბებოდნენ და წმინდა ნაწილებსაც აქვე ინახავდნენ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საკითხი საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები