LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დოლიძე პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ეს იქნება კულტურის დაღუპვა

93

განათლების სამინისტროსა და კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანებას რეჟისორი ქეთი დოლიძე ეხმაურება. მისი თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შეერწყმა განათლების  სამინისტროსთან კულტურის დაღუპვა იქნება.

 „მე მიმაჩნია, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება იქნება კულტურის დაღუპვა. ეს ნამდვილად ასეა, რადგან ჩვენთან განათლების სფეროში ძალიან დიდი სირთულეა, ამას იმდენი ყურადღება სჭირდება, რომ კულტურისთვის აღარავის ეცლება“, – განაცხადა “ინტერპრესნიუსთან”  ქეთი დოლიძემ.

10 სამინისტრო 13-ის ნაცვლად და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი – მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით,  3 სამინისტრო გაუქმდა და სხვა სამინისტროებს შეუერთდა. კერძოდ, განათლების სამინისტროს სპორტისა და კულტურის უწყებები შეუერთდება, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება, დევნილთა სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე: განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდება, მიგრაცია – შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა – ჯანდაცვის სამინისტროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები