LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში მძიმე პერიოდია

1451

ტელეწამყვანის და ტანმოვარჯიშეს, ქეთი ხატიაშვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი არაერთხელ დამდგარა. ქმარს გაშორდა და მარტოხელა დედის სიმძიმეები თავად იტვირთა, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ კი მამა გარდაეცვალა.

“მამა სიმსივნით გარდამეცვალა. არაჩვეულებრივი მამაშვილობა გვაკავშირებდა. ბავშვის გაზრდაში მეხმარებოდა, არაჩვეულებრივი ბაბუა იყო და სულ მსაყვედურობდა, ბავშვთან მეტი დრო გაატარეო. მის სურვილს ახლა ვასრულებ. ყველგან, სადაც მამაჩემს ანასტასია დაჰყავდა, უკვე მე დამყავს” – განაცხადა ქეთიმ ჟურნალ “სარკესთან”.

რაც შეეხება ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას, ყველაფერი დალაგდა “ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა მაქვს, რადგან ჩვენ შვილი გვაკავშირებს”.

შეგახსენებთ, რომ ახლახანს ქეთიმ ახალი საქმე წამოიწყო – მან ტანვარჯიშის აკადემია გახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები