LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად თბილისში იმღერებს!

442

ქეთი მელუას ახალი ალბომი, რომელიც გორის ქალთა გუნდთან ერთად ჩაწერა, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველა კომპოზიცია ერთი-მეორეზე უკეთესია და შესანიშნავად ისმინება. ქეთიმ თავის პროდიუსერებთან ერთად ალბომზე საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავა. გარკვეული პერიოდის წინ მან გორის ქალთა გუნდთან ერთად ევროპული ტურნე დაიწყო, რომლის ყველა კონცერტის ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული.

სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს ქართველი მელომანებისთვის. 20 დეკემებერს, ევროპული ტურნეს დასკვნით კონცერტს ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა თბილისში გამართავენ. მათ ღონისძიებას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს. ალბომის ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი სწორედ აქ გადაიღეს და სიმბოლურია, რომ კონცერტი სწორედ განახლებულ ოპერაში გაიმართება.

ბილეთების ფასი 30-დან 150 ლარის ფარგლებში მერყეობს და მათი ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

ნინო მურღულია

15202490_10154929101203968_4044717460495125494_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები