LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

115

ქეთი მელუა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა მომღერალს ჯილდო გუშინ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართული კონცერტის შემდეგ გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მელუა ღირსების ორდენით საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა გორის ქალთა გუნდთან ერთად ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი გამართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები