LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუას ახალი კლიპი გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად!..

266

ქეთი მელუამ ახალი ალბომიდან პირველი სიმღერა და ვიდეო წარადგინა. მომღერალი თავის ფესვებს დაუბრუნდა და მთლიან ალბომზე საქართველოში იმუშავა, გორის ქალთა კაპელასთან ერთად. მომღერალი საქართველოში თავის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და გორში ჩაიწერა ალბომი ისე, რომ მედიას არაფერი გაუგია ამის შესახებ. მოგვიანებით, ის კიდევ ერთხელ იყო ჩამოსული თბილისში.

ალბომის პრეზენტაცია 14 ოქტომბერს იგეგმება, პირველ სიმღერას კი ჰქვია „Dreams On Fire“. კლიპიც თბილისშია გადაღებული, ოპერისა და ბალეტის განახლებულ თეატრში.

სიმღერას ინტერნეტში დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. როგორც შევიტყვეთ, გორის ქალთა კამერული გუნდი ქეთის ახალი ალბომის მხარდასაჭერ გასტროლებზეც მიჰყვება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები