LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუას საგუნდო კონკურსში ბათუმის გოგონათა გუნდმა მესამე ადგილი მოიპოვა

75

ქეთი მელუას უახლესი ალბომის „WINTER” გამოცემასთან დაკავშირებით, რომელიც მან გორის ქალთა კამერეულ გუნდთან ერთად ჩაწერა, დეკემბერში კონკურსი გამოცხადდა. მელუა ევროპის საგუნდო კოლექტივებს მოუწოდებდა, შეესრულებინათ და გადაეღოთ კლიპი სიმღერაზე „Dreams on fire.”

კონკურსში მონაწილეობა საქართველოდან მხოლოდ ბათუმის რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურმა გუნდმა გადაწყვიტა, მათ კონკურენციას ევროპის 14 გუნდი უწევდა, მათ შორის,  მონაწილეობდნენ გუნდები დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან.

კონკურსის შედეგებით გოგონათა გუნთი ქეთი მელუას საუკეთესო სამეულში მოხვდა და მესამე ადგილი მოიპოვა.

რევაზ ლაღიძის გოგონათა აკადემიურ გუნდი  9 დან 16 წლამდე 30ზე მეტ გოგონას აერთიანებს, რომელსაც მაგდანა მათითაიშვილი ხელმძღვანელობს. გუნდი დაარსებიდან მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში რეგინალურ თუ საერთაშორისო მასშტაბებით გოგონებს მოპოვებული აქვთ 4 გრან-პრი, 7-ოქროს, 4 ვერცხლის, 4 ბრინჯაოს მედალი, ასევე, გუნდს ორჯერ მიენიჭა  ვარსკვლავის ტიტული.

ამ ხნის განმავლობაში გუნდი ევროპისა და საქართველოს მაღალი რანგის მუსიკათმცოდნეებისგან უამრავ კომპლიმენტებს  იღებდა, მათ შორის აღმოჩნდა ქეთი მელუაც, რომელმაც გუნდი ევროპის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსზე  საუკეთესო სამეულში შეიყვანა.

ასევე,  გუნდის მიერ მოპოვებული ჯილდოებიდან აღსანიშნავია იტალიის საგუნდო კონკურსზე ბრინჯაოს,  მსოფლიო საგუნდო კონკურსზე ვერცხლის, ხოლო ავსტრიის საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლის მოპოვება.

გუნდი საიუბილეო წელთან დაკავშირებით გეგმავს გამართოს სოლო კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

კლიპი მოამზადა კრეატიუმა სააგენტო ‘’brotherhood Production”

პოპულალურები