LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოში საბუთები ჩააბარა

137

ქიბარ ხალვაშმა ცოტა ხნის წინ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წერილით მიმართა და “რუსთავი 2”-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა. სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან “კურიერის” კორესპონდენტთან კომენტარი გააკეთა და ის დეტალები განმარტა, რომელზეც წერილშია საუბარი.

“რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით წარმოიშვა პრობლემა, რის შემდეგადაც მე გავხდი ლტოლვილი, გერმანიაში როდესაც ლტოლვილად სტატუსი მომანიჭეს. აქ ჩავაბარე საბუთები და ყველა ინფორმაცია მივაწოდე, ეს ინფორმაცია მივაწოდე რომ მე ვიდევნებოდი და ვიყავი ძალადობის მსხვერპლი სააკაშვილის მხრიდან  რის გამოც მომიწია არა მარტო ტელევიზიის, არამედ სხვა ბიზნესების დაკარგვაც, იყო დაპატიმრებული ჩემი პარტნიორები, ჩემი ძმა. იყო შანტაჟი და გამოძალვა და ხალხი აყავდათ მძევლებად რომ რაღაცა მიეღოთ ჩემგან. ეს მოყოლილია დასაბუთებულია და კიდევ გადავცემ იმ საბუთს,”-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები