LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიმიური თავდასხმისას გარდაცვლილი ყველა ადამიანი რუსეთის სინდისზეა-ფელონი

96

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი გამოცემასთან Sunday Times იდლიბში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

მან დააზუსტა, რომ რუსეთს არა პირდაპირი, არამედ ირიბი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც ბაშარ ალ ასადის „მთავარ სპონსორს“.

იდლიბის პროვინციაში, ქალაქ ხან-შეიხუნში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაში საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ დამნაშავედ სირიის ხელისუფლებას მიიჩნევენ. ოპოზიციონერი აქტივისტები ამბობენ, რომ ქალაქზე დარტყმები ან სირიის, ან – რუსულმა სამხედროებმა განახორციელეს.

„ბოლო წლების განმავლობაში რუსეთს ჰქონდა უამრავი შესაძლებლობა და ბერკეტი იმისთვის, რომ ომი შეეჩერებინა,“ – განაცხადა მაიკლ ფელონმა.

მინისტრმა მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ „ამორალურ და უკანონო“ ქმედება უწოდა. „ტომაჰავკებით“ ავიაბაზის დაბომბვა კი, საიდანაც ასადმა ქიმიური თავდასხმა განახორციელა, ფელონმა დონალდ ტრამპის სწორ ნაბიჯად შეაფასა.

„ამიერიდან სირიის რეჟიმს კარგად დაფიქრება მოუწევს, სანამ კიდევ გამოიყენებს მომწამვლელ ნივთიერებებს,“ – აღნიშნა ბრიტანელმა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები