LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქინძმარაულის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმართელობის მდგომარეობა მძიმეა

126

ქინძმარაულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმართელობის მდგომარეობა მძიმეა. ის კვლავ დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

62 წლის მამაკაცს მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

აფეთქება გუშინ გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მოხდა. სულ სამი ადამიანი დაშავდა. დანარჩენი ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.