LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირურგებმა დამწვარ მეხანძრეს სახე გადაუნერგეს (ფოტო)

58

ამერიკელმა ქირურგებმა რეკორდულად რთული ოპერაცია შეასრულეს და ადამიანის სახე გადანერგეს. ოპერაცია 26 საათის მანძილზე გრძელდებოდა და 41 წლის მეხანძრე პატრიკ ჰარდისონს სახის კანის რეკორდული რაოდენობა გადაუნერგეს, ფაქტობრივად, შეუცვალეს ხანძრისას დამწვარი სახე დონორის სახით.

ჰარდისონმა 2001 წელს სერიოზული დამწვრობები მიიღო, იგი აალებული სატვირთო მანქანიდან ქალის გამოყვანას ცდილობდა. ინციდენტის შემდეგ მან თითქმის სრულად დაკარგა მხედველობა, ხანძრის შედეგების გასაქრობად ბოლო 14 წლის მანძილზე 71 ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა უშედეგოდ.

სახის დონორი 26 წლის ნიუ-იორკელი მხატვარი დევიდ როდებაუ გახდა. ოპერაციამდე 1 წლით ადრე იგი ტრავმის გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა,

„ჩვენ ვეძებდით იდეალურ დონორს, რომელიც სწორედ როდებაუ აღმოჩნდა. მხატვრის დედამ შვილის სახის დონორად გამოყენებაზე თანხმობა მოგვცა,“ – განაცხადა ქირურგმა ედუარდო როდრიგეზმა.

ოპერაციის მსვლელობისას ქირურგებმა შეცვალეს თავის ქალის ფორმაც, რომ ახალი სახე ძვალს „მორგებოდა“. უახლოეს მომავალში კი ჰარდისონს მხედველობაც უნდა დაუბრუნდეს.

Patrick-Hardison-face-transplant2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები