LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირურგი, რომელიც პაციენტების ღვიძლზე საკუთარ ინიციალებს ტოვებდა, ციხეს გადაურჩა

149

53 წლის ბრიტანელი ექიმი, რომელსაც პრესამ “საკუთარ თავზე შეყვარებული ქირურგი” უწოდა, პაციენტებს, რომლებიც ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, ოპერაციის დროს სპეციალური აპარატით ღვიძლზე ასოებს აწერდა. საიმონ ბრემელმა აღიარა, რომ პაციენტების ღვიძლზე საკუთარ ინიციალებს ტოვებდა და ციხეს გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.  სასამართლომ მის ქმედებას თავდასხმის კვალიფიკაცია მისცა, რათა აესახა ის უცნაური ფიზიკური ზიანი, რომელსაც ექიმი დაზარალებულებს აყენებდა. თუმცა, მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ პაციენტებზე თავდასხმას ფიზიკური შეურაცხყოფის ფორმა არ ჰქონდა. სასამართლომ საიმონ ბრემელი 10 ათასი ფუნტით დააჯარიმა.

ქირურგს სასამართლოში კოლეგებმა  მას შემდეგ უჩივლეს, რაც ერთ-ერთი ოპერაციისას ტრანსპლანტაციის გადასანერგ ღვიძლზე ბრემოლის ინიციალები იპოვეს. საიმონ ბრემელს საექიმო პრაქტიკა აუკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები