LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა – ახალი ვერსიები დუშეთში მომხდარი დანაშაულიდან

106

დუშეთის რაიონში ცოლ-ქმრის გარდაცვალების შესახებ ახალი სავარაუდო დეტალები ხდება ცნობილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მოტივი, არაოფიციალური ინფორმაციით, ეჭვიანობა გახდა.

გარდაცვლილი ცოლ-ქმარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გუშინ იპოვეს. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე და 115-ე მუხლებითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები