LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება შეცვალა

65

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და ამ დროისთვის ის ბრალს არ აღიარებს,- ინფორმაცია მედიასაშუალებებით ვრცელდება, თუმცა შსს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც გამომძიებელი აცხადებდა, რომ
დაკავებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული კომენტარი საიტიდან წაშალეს.

დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პ. დააკავა. “გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის დღეს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პ.-მ. გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები