LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

35

ქობულეთი – ბათუმის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს სამი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას ექსპლუატაციისა და წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლენად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები