LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის რაიონი დაიმეწყრა

29

ქობულეთის რაიონი ისევ დაიმეწყრა. ძლიერი წვიმის შედეგად, მიწის მასა ხუთ სოფელთან ჩამოწვა. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც.

წყავროკასა და ლეღვაში უამინდობამ პრობლემები ადგილობრივ მოსახლებასაც შეუქმნა, თუმცა ადამიანების ევაკუაციის აუცილებლობა არ დამდგარა.

გვიან ღამემდე დამეწყრილ ტერიტორიაზე სპც ტექნიკა მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები