LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მამაკაცი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

33

შსს-ს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ლ.ფ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები