LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მენინგოკოქცემიით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

100

ქობულეთში 5 წლის ბავშვი მენინგოკცემიის ინფექციით გარდაიცვალა.

როგორც “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, წელს მენინგოკოქცემიით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

“ბაღში სხვებს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. თუმცა, დაწესებულებაში სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება,”- აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს მენინგოკოქცემიის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები