LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მოსწავლეების ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა – ქობულეთის რესურსცენტრი

124

ქობულეთში, მეორე საჯარო სკოლის 12 მოსწავლის ინტოქსიკაციის მიზეზად საკვები და წყალი გამოირიცხა.

ამის შესახებ ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მადონა გოგიტიძემ, განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სკოლის ბუფეტში სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები მონიტორინგს ახორციელებენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია.

“ბუფეტში სურსათის უვნებლობის სამსახური სიტუაციას ამოწმებს. სხვა პროცედურა სკოლაში არ მიმდინარეობს. ჯერჯერობით ინტოქსიკაციაზე რაიმე სახის დასკვნა არ დადებულა,” – განაცხადა მადონა გოგიტიძემ.

მისივე თქმით, მოსწავლეები თავს კარგად გრძნობენ, თუმცა, დღეს გაკვეთილს მოსწავლეთა უმრავლესობა არ ესწრებოდა, რადგან მშობლებმა საჭიროდ ჩათვალეს, რომ ბავშვები სახლში დარჩენილიყვნენ.

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მე-7 კლასის 12 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. მოსწავლეებმა საავადმყოფო გუშინვე დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები