LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებენ

40

აჭარის მთავრობა ქობულეთში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს. აჭრის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N277-ში მდებარე 29 322 კვ. მიწის ნაკვეთია გამოტანილი. ქონების საწყისი ფასი 1.6 მლნ ლარია, ვაჭრობის ბიჯი 48 000 ლარი.

პირობის მიხედვით, ინვესტორმა თანხა 2 წელიწადში, ეტაპობრივად უნდა დაფაროს და 8 თვეში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა უნდა დაიწყოს.

უწყების ცნობითვე, კომპლექსი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 200 ნომერიან სასტუმროს, ღია და დახურული ტიპის აუზს, საზოგადოებრივ და კომერციული დანიშნულების ობიექტებს (რესტორნები, კაფე-ბარები, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრი), გასართობ ობიექტებს (მათ შორის, კაბარე), საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოქმედ სამორინეს). პროექტში სულ მცირე 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს.

აუქციონი 10 აგვისტოს სრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები