LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

107

ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს.

21 ივლისს არჩილ დევრიშაძემ, სავარაუდოდ, ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არჩილ დევრიშაძეს თავდაპირველად სამსახურეობრივ უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბრალდება ხულიგნობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები