LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქონების გაძიძგვნის პროცესია: რა დროს ლეპტოპია, როცა შვილი გყავს მკვდარი”

330

მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც მაგდას და წერს, 5 დეკემბერს, მაგდას და მისი გარდაცვლილი ქმრის ქონების “გაძიძგვნის” პროცესია.

ამის გამო, ლანა პაპიძე, მაგდას დედამთილს აკრიტიკებს: “რა დროს ლეპტოპია, როცა შვილი გყავს მკვდარი.”

“არასდროს არ განსაჯო ადამიანი მანამ, არ გაივლი გრძელ გზას მისი ქალამნებით…რა მალე დაგავიწყდათ ამ გოგოს უბედურება. როგორ ადვილად გადაიტანეთ მისი შვილის დამარხვა….აღარავის გახსოვთ ეს გოგო…ისტორიას დარჩა მისი ტრაგედია. უკან მოიტოვეს მისი უბედურება.

მის ქონებას დაობენ. 5 დეკემბერს მისი ქონების გაძიძგვნის პროცესია მიდით, დაესწარით. უყურეთ, როგორ იმართება სასამართლო მის სახელზე დარჩენილ ქონებაზე. ვერ იყოფენ მის სახელზე დარჩენილ ქონებას. (მანქანა და ლეპტოპზე ბრძოლობს მისი დედამთილი)მისი ქონება მიწაშია. შვილი დაუმარხეს. 5 დეკემბერს მიდით და მხარი დაუჭირეთ მის დედამთილს ქონებაზე დაობს. რა საინტერესოა ეს ცხოვრება ვზივარ და ვფიქრობ რა დროს ლეპტოპია როცა შვილი გყავს მკვდარი. რა დროს მანქანაა როცა 5 წლის პატარა მიწას მივაბარეთ. მოდით და დამიპირისპირდით. მე მართალი ვარ როცა ამ პოსტს ვწერ სუფთა მაქვს სინდისი. ”რამელეპტოპება” ! სირცხვილია ხალხო რაზე დაობთ ძალიან ძალიან მრცხვენია რაზე ედავებით ლეპტოპს და ჩემი დის მანქანას სულ ისე გაჩუქებდით რა პროცესებს მართავთ სასამართლოში.  რამხელა სიმდაბლეა. და რა დასანანია რომ ასე კარგად თამაშობთ როლებს“, – წერს ლანა პაპიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები