LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილი კრუიზში: შემინული კატარღა და ხელის მოწერის ცერემონია მცხეთაში

1259

კომპანია „მცხეთა კრუიზი” მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გვანცა კორძახიამ განუცხადა, კრუზის ფარგლებში, ქორწილის ორგანიზება გახდა შესაძლებელი.

”ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ჩვენი მომხმარებლის ქორწილის დღე უფრო ლამაზი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახდეს. მსურველებს ვთავაზობთ ქორწილის, ხელის მოწერის ცერემონიის ორგანიზებას მცხეთის ულამაზესი ბუნების ფონზე. დაუვიწყარი და რომანტიული განწყობის შესაქმნელად შესაძლებელია გასეირნება ჩვენი კატარღებითაც, მდინარე მტკვარზე, საიდანაც მცხეთის ულამაზესი ხედები იშლება”, – აღნიშნა კორძახიამ.

მისივე ინფორმაციით, მომსახურებაში შედის:
• კატარღებით გასეირნება
• ადგილის დიზაინი
• ხილის ასორტითა და შამპანიურით გამასპინძლება
• მუსიკალური გაფორმება

შეგახსენებთ, კომპანია ”მცხეთა კრუიზი” ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მსურველებს ისტორიულ ქალაქში 30-წუთიან ტურს სთავაზობს. კრუიზი თანამედროვე დიზაინის შემინული კატარღით, „მტკვრისა“ და „არაგვის“ შესართავიდან ხორციელდება.

”პირველად საქართველოში ჩვენი კრუიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ყოველდღიურობისგან განტვირთვა და მცხეთის თვალწარმტაცი ხედებით ტკბობა. სტუმრებისათვის სპეციალურად მომზადებული აუდიო კომენტარი ტურისტებს 16 ენაზე აცნობს საქართველოს სატახტო ქალაქს. ამასთან, ისინი ისმენენ ამონარიდებს „ქართლის ცხოვრებიდან“ და მოგზაურებენ საქართველოს ისტორიაში”, – განაცხადა გვანცა კორძახიამ.

მისივე ინფორმაციით, სტუმრებს ასევე შეუძლიათ ბინოკულარით სარგებლობა, ინფორმაციის მიღება 11 ისტორიულ ძეგლზე და ქართული ღვინის/ყველის დეგუსტაცია “მცხეთა კრუიზის” კაფეშივე. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, ამ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან. უახლოეს მომავლში კი მომხმარებლისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებაც იგეგმება.

რაც შეეხება კატარღებს, “მცხეთა კრუიზი” ორ საზღვაო ტრანსპორტს ფლობს, 10 და 28 ადგილიან შემინულ კატარღებს. როგორც გვანცა კორძახიამ აღნიშნა, მცხეთის ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 35 -39 ლარს შეადგენს, ღირებულებაში შედის ტრანსფერი თბილისი-მცხეთა-თბილისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები