LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწილის შემდეგ პიპა მიდლტონი და ჯეიმს მეთიუზი ოფიციალურად პირველად გამოჩნდნენ

99

ახალდაქორწინებული წყვილი, პიპა მიდლტონი და ჯეიმს მეთიუზი გრანდიოზული ქორწილის შემდეგ საზოგადოებაში ოფიციალურად პირველად გამოჩნდა. თაფლობის თვის შემდეგ ისინი შვედეთში პიპას მეგობრის, ჯონს ბარტოლდსონის ქორწილში იმყოფებოდნენ.

სპეციალურად წვეულებისთვის პიპამ უპირატესობა ბრენდ Erdem-ის სადა კაბას მიანიჭა, რომელიც ყვავილების პრინტით იყო გაწყობილი, მისმა მეუღლემ კი მკაცრი რეგლამენტის დაცვა გადაწყვიტა და ტრადიციული კლასიკური შარვალი, თეთრი პერანგი და პიჯაკი მოირგო.

ქორწილს 200 ადამიანი ესწრებოდა. წმინდა ოსკარის ეკლესიაში ცერემონიის შემდეგ კი სტუმრები გემით ბარტოლდსონის ვილაში წაიყვანეს, სადაც ქორწილის მეორე ნაწილი გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები