LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინებაში მყოფი ევან მაქგრეგორი ახალ შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

73

ევან მაქგრეგორი 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს შორდება. ამის მიზეზი კი 32 წლის მსახიობი მერი ელისაბედ ვინსტიდია, რომელსაც 46 წლის მსახიობი სერიალ „ფარგოს“ გადაღებებზე შეხვდა. პაპარაცებმა წყვილი მაშინ დააფიქსირეს, როცა ისინი ჰოლივუდში ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ. ეს იმ ფონზე, როცა მაქგრეგორი ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება ივ მავრაკისთან. წყვილს საერთო ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. ჯერ კიდევ  ერთი თვის წინ მეუღლეები ერთად გამოჩნდნენ გალა-ვახშამზე.

პირველად მაქგრეგორი და მისი ახალი შეყვარებული ერთად რესტორანში გადაიღეს და რომანის შესახებ ინფორმაციაც აქედან გახმაურდა. ამის შემდეგ მსახიობმა წერტილი დაუსვა ჭორებს და ოფიციალურად დაადასტურა რომანი 32 წლის მერი ელისაბედთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები