LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების 70 წლის იუბილე – 84-წლიანი სიყვარულის ემოციური ამბავი

93

მათ ერთმანეთი 9 წლის ასაკში შეუყვარდათ და 84 წლის შემდეგ კვლავ შეყვარებულები არიან. ტომას ჰოვარდი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როდესაც ირენი პირველად ნახა და მაშინვე მიხვდა, რომ მის გარეშე ყოფნა აღარ სურდა. ბავშვები მალევე დამეგობრდნენ და ცოტა ხანში შეყვარებულებიც გახდნენ. ახალგაზრდები ყოველ წამს ერთად ატარებდნენ და პირველად 1941 წელს დაშორდნენ, მაშინ როცა 19 წლის ტომასი ომში გაიწვიეს და ეს პერიოდი წყვილისთვის ალბათ ყველაზე მძიმე იყო. 1945 წელს ტომასი სახლში დაბრუნდა და შეყვარებულები მალევე დაქორწინდნენ. ცოტა ხნის წინ კი მათ ქორწინებიდან 70 წლის იუბილეც იზეიმეს. ამჟამად მოხუცები 93 წლისები არიან და ერთმანეთი ისევე უყვართ, როგორც 9 წლის ასაკში, ისინი არასდროს დაშორებულან და ეჭვიც არ ეპარებათ რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები