LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინების იუბილე ბიონსემ განსაკუთრებულად აღნიშნა

97

ქორწინების მეცხრე წლისთავი ბიონსემ განსაკუთრებულად აღნიშნა – მომღერალმა ოჯახური კადრებისგან შემდგარი ვიდეო „Die with you“ გამოუშვა, სადაც მისი და ჯეი-ზის ქორწილის, ქალიშვილის დაბადების, რომანტიკული პაემნებისა და ამჟამინდელი ორსულობის ამსახველი ეპიზოდებია მოხვედრილი. ვიდეო საკმაოდ ემოციური გამოვიდა.

ამჯერად კი, 35 წლის მომღერალმა გასულ წელს, ქორწინების 8 წლის იუბილეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც გრანდ კანიონშია გადაღებული და სადაც ოჯახი სრული შემადგენლობით ჩანს. ბიონსე, ჯეი-ზი და ბლუ აივი არიზონაში დმებარე პარკს ვერტმფრენით ესტუმრნენ.

რაც შეეხება ახალ ვიდეოს, ამ დროისთვის ის სერვის Tidal-ზეა ხელმისაწვდომი, რომელიც მისი მეუღლის, რეპერ ჯეი-ზის კუთვნილებაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები