LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტეს დატირება სამების საკათედრო ტაძარში

514

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება.  ღვთისმსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პატრიარქის თანამოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

ქრისტეს დატირებას , რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე “ვაი რა კარგი საჩინოს” მიხედვით პატრიარქის კურთხევით  არის შექმნილი მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი გალობს.

ტაძრის შუაგულში დაბრძანებული სადგამი ქრისტეს  საფლავს განასახიერებს, სასულიერო პირებმა გარდამოხსნა უკვე გამოაბრძანეს საკურთხევლიდან,  გარდამოხსნის წესის მიხედვით  სამჯერ შემოატარეს  ტაძრში და სადგამზე დააბრძანეს .

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები