LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერას კონცერტის ყველა საინტერესო დეტალი

41

Ardaidardo.Ge

ქრისტინა აგილერას კონცერტით 30 ივლისს შეკვეთილში მდებარე 200 მილიონად შეფასებული დარბაზი გაიხსნა. სამწუხაროდ, რამდენიმე ასეული ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა. კონცერტამდე სამი საათით ადრე, სალაროსთან რიგი იდგა და დაახლოებით, 1500-მდე ბილეთი გაიყიდა, რაც შოუმდე ჯერ კიდევ დარჩენილი იყო.


9500-კაციანი დარბაზი მთლიანად იყო გავსებული. მაყურებელმა, წვიმის მიუხედავად, კომფორტულად იგრძნო თავი, ვინაიდან არენა გადახურული დახვდა. შესვლისას არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა, დარბაზში სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის მფლობელები განსხვავებული შესასვლელებით ხვდებოდნენ. აღსანიშნავია ის, რომ დარბაზი მაქსიმალურად კეთილმოწყობილია, დამონტაჟებულია რბილი სავარძლები, მათ შორის არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ, ცეკვის შემთხვევაში გადაინაცვლოთ და სხვას ხელს არ შეუშლით. ე.წ. გოლდენ რინგი სცენასთანაა და ვისაც არტისტთან ახლოს დგომა უყვარს, მისთის საუკეთესო ადგილია. ზოგადად კი, ყველა მხრიდან სცენას კარგად დაინახავთ, რომელი კატეგორიის ბილეთიც უნდა გქონდეთ. თუმცა ცალკე უნდა აღინიშნოს ვიაიპი ზონა, ამ ბილეთის მფლობელისთვის კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე მისვლა არათუ პრობლემა, პირიქით, სიამოვნებაა, რადგან ლაუნჯში მოკალათდება და ბრწყინვალე მენიუს შესთავაზებენ, გემრიელი კერძებით დაწყებული, სასმელით დასრულებული… სხვა კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაშიც მშიერი ნამდვილად არ დარჩებით, რადგან არენაზე ფასთ ფუდის რამდენიმე წერტილი მუშაობს.


მოკლედ, შეკვეთილში მდებარე არენის ნახვა ნამდვილად ღირს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მუსიკის მოყვარული არ ხართ, მაგრამ 30 ივლისს, გახსნაზე, ისეთი შოუ ვიხილეთ, რომლითაც ყველა კმაყოფილი დარჩა.

მსოფლიო პოპვარსკვლავი, ქრისტინა აგილერა, 40-კაციან ჯგუფთან ერთად, პირადი თვითმფრინავით, ბათუმში 28 ივლისს ჩაფრინდა. მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად, მომღერალმა ქალაქის დათვალიერებაც ისურვა. მას რესტორანში ქართული კერძებით გაუმასპინძლდნენ და როგორც კონცერტზე გვითხრა, ძალიან ისიამოვნა. გარდა ამისა, მომღერლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ანსამბლ „ბათუმის“ წევრების გაცნობა და მათი შესრულებული „ვკეცე, ვკეცე“, რომლითაც იმდენად მოიხიბლა, რომ მაყურებელს სიურპრიზი გაუკეთა და ეს ნომერი საკუთარ კონცერტში ჩართო. ქრისტინამ ანსამბლი „ბათუმი“ ემოციურად წარადგინა და აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონდა მოსმენილი. ქართველი მსმენელისთვის ეს კონცერტის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მომენტი გახლდათ, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

იხიილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები