LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერას კონცერტისთვის მატარებლის სპეც-რეისი დაინიშნა

47

ქრისტინა აგილერას კონცერტისთვის მატარებლის სპეც-რეისი დაინიშნა. კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, “საქართველოს რკინიგზამ” მიიღო გადაწყვეტილება დაინიშნოს დამატებითი რეისი 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.

აღნიშნული ფაქტი საშუალებას მისცემს საზოგადოებას კონცერტის დღეს ესტუმროს შავი ზღვის სანაპიროს. ბილეთების შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

სპეც-რეისის განრიგი შემდეგია:

  • მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 30 ივლისს 10:25, ურეკში ჩავა 14:51.
  • მატარებელი ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10.

აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.

30 ივლისს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, „ბლექ სი არენას“ მსოფლიო დონის პოპ ვარსკვლავის ქრისტინა აგილერას შოუ-კონცერტი გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები