LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრისტინა აგილერას კონცერტისთვის მატარებლის სპეცრეისი დაინიშნა!

40

ისინი, ვინც ფიქრობდით, როგორ უნდა მოხვედრილიყავით მსოფლიო პოპვარსკლავის, ქრისტინა აგილერას კონცერტზე, ამ ინფორმაციით აუცილებლად დაინტერესდებით.

30 ივლისს, კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზამ მატარებლის სპეცრეისი დანიშნა, თბილისი-ბათუმი- თბილისის მიმართულებით.

ბილეთების შეძენა სპეცრეისზე უკვე შესაძლებელია. დღის განრიგის შესახებ საქართველოს რკინიგზა დამატებით კომენტარს დღის ბოლოს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს, შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში, რომელიც 9500 ადამიანს იტევს, ცნობილი არტისტის, ქრისტინა აგილერას გრანდიოზული შოუ გაიმართება. ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგიძლიათ. ორგანიზატორებმა ახლახან 50-ლარიანი დასადგომი ბილეთებიც დაამატეს, რომლებიც ასევე უკვე ხელმისაწვდომია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები